LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარფის საბაჟოზე მოძრაობა აღდგა

76

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, რომელიც დღეს დილიდან ჩაკეტილი იყო, მოძრაობა აღდგა.

როგორც ”ფორტუნას” შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, შეფერხება საბაჟოზე თურქული მხარეს, პროგრამულმა გაუმართაობამ გამოიწვია.

ამ დროისათვის პრობლემა აღმოფხვრილია.

”უკვე დაიწყეს მოქალაქეების გატარება. ძალიან მალე მოძრაობა კვლავ თავისუფალ რეჟიმს დაუბრუნდება”, – განაცხადა შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეწყვეტილი იყო, როგორც ფეხით მოსიარულეთა, ასევე, ავტომობილების გადაადგილება. მოქალაქთა ნაწილი ნეიტრალური ტერიტორიიდან უკან გამობრუნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები