Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სარესტორნო სექტორი ჯერ კიდევ არის მაღალი რისკის შემცველი – მთავრობა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარესტორნო სექტორი ჯერ კიდევ არის მაღალი რისკის შემცველი – მთავრობა

85
restaurants-post-covid-19

სარესტორნო სექტორი ჯერ კიდევ არის მაღალი რისკის შემცველი, ამიტომ ხელისუფლება ცდილობს, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციები იმ სფეროში შეამსუბუქოს, რომელიც შედარებით ნაკლები საფრთხის შემცველია  – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს.

როგორც მაია ცქიტიშვილი ამბობს, ეკონომიკა არ არის მხოლოდ სარესტორნო ბიზნესი. ეკონომიკა არის ყველა ბიზნესგარემოს ფუნქციონირება და პირველ რიგში, ეს უსაფრთხო უნდა იყოს.

„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორც სარესტორნო სფეროსგან, ასევე სავაჭრო ქსელისგანაც, როდესაც ნოემბერში შეზღუდვები ჯერ კიდევ დაწესებული არ გვქონდა და დღეში რამდენიმე ათასი ინფიცირებული გვყავდა, ამ დროს როგორც სარესტორნო, ასევე სავაჭრო ქსელის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ 40-50%-ით უკვე შეუმცირდათ გაყიდვები. მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანაში ინფიცირების ასეთი მაღალი მაჩვენებელია, ეკონომიკის გამართულ ფუნქციონირებაზე საუბარი ვერ იქნება. ამიტომ, დღეს ჩვენი ამოცანა არის შეზღუდვების მოხსნა ისეთი სახით, რომ კვლავ არ მივიღოთ ინფიცირების ათასი რაოდენობა დღეში. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება იფუნქციონიროს ბიზნესმა ისე, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა არ დავაზიანოთ. სარესტორნო სექტორი ჯერ კიდევ არის მაღალი რისკის შემცველი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ ნაკლები საფრთხის შემცველი სექტორისგან, როგორიც არის, მაგალითად სავაჭრო სექტორი. როგორც კი ამ პროცესს ყველანი ერთად წარმატებით გავივლით, დამერწმუნეთ, სარესტორნო სექტორსაც და ტურიზმსაც ექნება საშუალება, სრულად აღდგეს“,-განაცხადა ცქიტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები