LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარესტორნო ბიზნესი 20 000-მდე დასაქმებულმა დატოვა, კადრების უმეტესობა საზღვარგარეთ მიდის – ბურჯანაძე

120
20210920145935

სარესტორნო ბიზნესი კვლავ კადრების დეფიციტზე საუბრობს. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ბოლო ორ წელიწადში სარესტორნო ბიზნესი 20 000-მდე დასაქმებულმა დატოვა. საკითხზე მან გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა და თქვა, რომ ადამიანური რესურსის გადინების პირველი მიზეზია ის, რომ კადრები სხვა სფეროში გადავიდნენ და მათ უკან დაბრუნების სურვილი აღარ აქვთ.

„მეორე მიზეზი ისაა, რომ კადრების უმეტესობა საზღვარგარეთ მიდის. ამ მიმართულებით თუ ვითარება არ გამოსწორდება, ჩვენ იმ რაოდენობის ტურისტების მიღებას ვერ შევძლებთ, რომელსაც ველოდებით. დღეს მოთხოვნა სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულ თითქმის ყველა რგოლზეა”, – განმარტა შოთა ბურჯანაძემ.

აღსანიშნავია, რომ კადრების დეფიციტზე საუბრობენ სხვა სფეროებშიც. „სპეციალისტები, რომლებიც წლები მუშაობდნენ შენთან, მიდიან უცხოეთში, რადგან უფრო კარგი სახელფასო შემოთავაზება აქვთ. თუ არ გყავს კვალიფიციური კადრი, პროექტს ვერ განახორციელებ. თვეობით ვეძებთ კადრებს“, – ამის შესახებ ენერგოინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია „ენერგონის“ გენერალური დირექტორი აცხადებს. მისი თქმით, ფაქტობრივად, კომპანიები ერთმანეთს ჰპარავენ თანამშრომლებს, იმდენად პრობლემურია ამ სექტორში კვალიფიციური მუშახელი.

ქართული ბიზნესი კადრების ძიებაშია: „დღე არ გავა, რომელიმე დიდმა კომპანიამ ერთმანეთში არ განვახორციელოთ ზარი და ვუთხრათ, ხომ არ შეგიძლია გუნდი მომახმარო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები