სარეპატრიაციო რეისებს, რომელსაც ივლისში Myway Airlines და Wizz Air შეასრულებენ, მთავრობა მაქსიმუმ 261 000 ევროს მოცულობით დააფინანსებს.
როგორც მთავრობის №1157 განკარგულებაშია აღნიშნული COVOD-19-ის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება, ჯამურად არაუმეტეს 261,000 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით მოხდება. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობითვე, ივლისში სპეცრეისებს, რაც მთავრობის მიერ უკვე ოფიციალურადაა დაანონსებული, Myway Airlines და Wizz Air ასრულებენ, საერთო ჯამში 5 რეისს. შესაბამისად 261 000 ევრო გაიყოფა 5-ზე და თითო (ორმხრივი) რეისი ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 52 200 ევროს ეკვივალენტი ლარით დაფინანსდება.
„თუმცა, საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ ნაწილობრივი სუბსიდიის ფარგლებში, ავიაკომპანია რაც უფრო მეტ ბილეთს გაყიდის ბიუჯეტიდან გადახდილი თანხის მოცულობა დაიკლებს“, – წერს „ავიანიუსი“.