სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. აფხაზეთის ომმა დევნილად აქცია 300 ათასზე მეტი ადამიანი. დღეს, როდესაც სოხუმის დაცემა საკუთარი თვალით იხილეს, ადამიანები ემოციურად იხსენებენ.
სოხუმის დაცემამდე აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს იხსენებს მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანიც:
„სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე სარდაფში ვიმალებოდით.. იბომბებოდა ქალაქი… მას შემდეგ ბავშვობაში, წლები, თვითმფრინავის და ვერტმფრენის ხმის მეშინოდა…
ჩემი მშობლები სოხუმის დაცემის მეორე დღეს გამოვიდნენ ბოლო უკრაინული გემით… მას მერე ყველანი 30 წელია ველოდებით დაბრუნებას. ეს დღეც დადგება..
„ძალიან ახალგაზრდებმა არ იციან როგორია აფხაზეთი, მათ არაფერზე სწყდებათ გული“ – ნათია ფანჯიკიძე
ახლა ნიუ იორკში ვარ პირველად, აქაც აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით 1 ოქტომბერს სპეციალურ ღონისძიებას ვაკეთებთ! „აფხაზეთი საქართველოა“..
მომავალ თაობას ყველგან, ემიგრაციაშიც უნდა გავაგონოთ მთავარი მესიჯი!
გელით აშშ ემიგრაციას 1 ოქტომბერს ნიუ ჯერსის შტატში. დიდება 27 სექტემბერს აფხაზეთში დაღუპულ გმირებს“, – წერს გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში.