ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია – ეს განცხადება „TV პირველთან“ საუბრისას ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ გააკეთა.
“წინ არის სასამართლო პროცესი, ვნახოთ, როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას. შეეცდება თუ არა ისევ, უკაცრავად ამ ჟარგონზე, მის გაპრავებას, დაველოდოთ”,- განაცხადა სარალიძემ
როგორც სარალიძემ აღნიშნა, მას კალანდიას დაკავების მოლოდინი ჰქონდა.
,,ამის მოლოდინი ყოველთვის მქონდა რა დროსაც ეს ბრძოლა დავიწყე. ჩემი შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ კალანდია იყო ერთ-ერთი დამნაშავე ჩემი შვილის მკვლელობაში. იმ დღიდან, ყოველდღე, არ შემიწყვეტია იმის მოლოდინი, რომ აუცილებლად მიეცემოდა პასუხისგებაში,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ ,,TV პირველთან” ინტერვიუში.
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/422468654975145/?__xts__[0]=68.ARB60ujtH-ZGdWVbgCkmyetVMrfG5IeENPsLvyqVCDBqCKBRtd6v23dvN3cZXdbO0PIymYrges75DuCJG7_Y-zIPUhBw6BnE0u5fXBCTnddedlyxcX4zxED9-fHeUytYMRIEcc8c0WZweoQmeCCZRRrZKRn4puuHpgCTiUQqp50p6rbC-eL52tw1XNzbW1wBoIBQhKV5hl6OEO6xQ_auXCaTL0IdNyHkgXFms5X_Jfjgqr9fLSmKOlH9XADJBsVC8TTxD75GS0zUCu5MOuEC52f6hE6VJvoQRT9Blw8SmfO_qrsQ4_M9XJHLnKdniE7HkqfPZt_X2ppU06CMenpwKA1vG8nQzuOiXsU&__tn__=-R
შს სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის დააკავეს.
როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, სამართალდამცველებმა კალანდია 4 ივნისს აიყვანეს.
საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მ. კ.-ს მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, გამოძიებას მ.კ.-ს მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა.
მიხეილ კალანდიას ბრალი სარალიძის მკვლელობის თანამონაწილეობაში ედება (ვიდეო)