სარაჯიშვილიდან გურამიშვილის გამზირის მიმართულებით არსებულ ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური დავით სარაჯიშვილის გამზირიდან დავით გურამიშვილის გამზირის მიმართულებით არსებულ ხიდზე (გზაგამტარი #1) დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების შეცვლას იწყებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, 8 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.