ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი უძველესი ქართული კომპანია ”სარაჯიშვილი” აშშ-ში აღიარეს. ამ ქვეყანაში მიღწეული წარმატების შესახებ ინფორმაციას თავად ”სარაჯიშვილი” ავრცელებს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ალკოჰოლური სასმელების შემფასებელმა, ამერიკულმა ავტორიტეტულმა ინსტიტუტმა BTI (www.Tastings.com ) ქართული კომპანიის ორ პროდუქტს „სარაჯიშვილი XO“-ს და „სარაჯიშვილი VS“ უმაღლესი ოქროს მედლი მიანიჭა. რაც შეეხება „სარაჯიშვილი #EXTRA“-ს, ის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, კომპანია ”სარაჯიშვილი” 1884 წელს დაარსდა, პირველი პროდუქტი კი სამ წელიწადში, 1887 წელს გამოუშვა.