LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქსტატმა ბავშვების და მოზარდების სტატისტიკის პორტალი წარადგინა

111
12

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინტერაქტიური პორტალი – ბავშვების და მოზარდების სტატისტიკის პორტალი წარადგინა, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

პორტალზე მარტივად აღსაქმელი ფორმით, ინტერაქტიური გრაფიკების და ვიზუალიზაციის თანამედროვე ელემენტების გამოყენებით, თავმოყრილია სტატისტიკური ინფორმაცია ბავშვებისა და მოზარდების შესახებ.

პორტალი ათი მოდულისგან შედგება: მოსახლეობა, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, სოციალური უზრუნველყოფა, ცხოვრების დონე, დასაქმება და უმუშევრობა, ტურიზმი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სხვა.

პორტალზე ასევე წარმოდგენილია ბავშვებთან და მოზარდებთან დაკავშირებული მდგრადი განვითარების ინდიკატორები, სტატისტიკური პუბლიკაციები, შესაბამისი კანონმდებლობა, ბმულები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები