LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქსტატი: კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე აღემატება ქალების ხელფასს

53
Untitled design (4)

სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის შესახებ მონაცემებს ავრცელებს. 

როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, სქესის მიხედვით კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე აღემატება ქალების ხელფასს:

„მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი 1863.5 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების ხელფასი – 2768.9 ლარით. გენდერული სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალია არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე, სადაც ქალების საშუალო ხელფასი მამაკაცების ხელფასს 53.5 პროცენტით ჩამორჩება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – მენეჯერების პოზიციაზე, ხოლო საშუალო ხელფასის ყველაზე დაბალი მოცულობა – არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე დაფიქსირდა.

„2021 წლის მონაცემებით, დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – მენეჯერების პოზიციაზე გამოვლინდა და 2 414.7 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო ხელფასის ყველაზე დაბალი მოცულობა – არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე დაფიქსირდა (674.1 ლარი).

 

საქსტატის ცნობითვე, 2021 წლის მონაცემებით, სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯები საშუალოდ ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს 32.3%-ით აღემატება:

„სექტორების მიხედვით, სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში ფიქსირდება და 29 201.0 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი – განათლების სფეროში გამოვლინდა და 10 152.9 ლარით განისაზღვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქსტატი: 2022 წლის იანვარ-სექტემბერში მშენებლობის 8 082 ნებართვა გაიცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები