LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქსტატი: 2022 წლის იანვარ-სექტემბერში მშენებლობის 8 082 ნებართვა გაიცა

30
Untitled design (1)

საქართველოში 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, 5 391.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 8 082 ნებართვაა გაცემული.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ნებართვების 77.0 პროცენტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, მათ შორის პირველ ადგილზეა თბილისი – ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50.8 პროცენტით:

„ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 082 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტი) 5 391.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4 პროცენტით მეტი).

ნებართვების 77.0 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 11.3 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 6.9 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.

 

საქსტატის ცნობითვე, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე:

„გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

2022 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 935.3 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 67.5 პროცენტით მეტი) 1 843 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9 პროცენტით მეტი).

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 38.0 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 11.6 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.4 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 9.2 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე“, – აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.