LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში რევოლუციები არასდროს აღარ მოხდება – სესიაშვილი

სესია

ოპონენტებმა უნდა შეიგნონ, რომ საქართველოში რევოლუციები არასდროს აღარ მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

ნებისმიერი მოქალაქე უნდა დაემორჩილოს პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ალტერნატიული გზით ისარგებლოს. გარდა ამისა, სეისაშვილმა განაცხადა, რომ „პროვოკაციები და გაწევ-გამოწევა ამ მშვენიერ დღეს აფუჭებს“.

” ყველას აქვს გამოხატვის უფლება, თქვენ იცით, რომ ჩვენი მმართველობის პერიოდში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ეს გამოხატვის უფლება დარღვეულა, მაგრამ ბუნებრივია, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ტარდება ზეიმი, ყველა უნდა დავექვემდებაროთ გარკვეულ წესებს და პოლიციის კანონიერ მოთხოვნებას. პოლიციამ წინასწარ განაცხადა, თუ რა გზით უნდა ესარგებლა ნებისმიერ მოქალაქეს და ბუნებრივია, ამ მოთხოვნას უნდა დავემორჩილოთ. მათ შორის, მეც ვისარგებლე იმ გზით, რაც ჩემთვის იყო განსაზღვრული“, – განაცხადა სესიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები