LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქმე მიდის სწორი მიმართულებით… შოთაძეს სურს დაგვანახოს თავის უდანაშაულობა” – ზაზა სარალიძე

204
089

ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისთვის ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუნება პრობლემას არ წარმოადგენს. მისი თქმით, ამ ეტაპზე არ აქვს საფუძველი გამოძიებას არ ენდოს, შოთაძის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენას კი “ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად” აფასებს.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობის კანდიდატია – კიდევ ერთი მეორედ მოსვლა

“მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი ბრძოლის მთავარი მიზანი იყო დამნაშავეების სრული სიმკაცრით დასჯა. დათუჩას საქმეზე კონკრეტული ადამიანების თუ მთავრობის პასუხისმგებლობას ვაყენებდი სწორედ იმის გამო, რომ არ მქონდა სამართლიანობის განცდა, არ მქონდა შეგრძნება რომ ყველაფერი სწორად მიდიოდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ჩემი ოჯახის ტრაგედიის გამოყენება პირადი ქულების ჩასაწერადაც კი სცადა!!!
ახლაც გრძელდება ჩემი ოჯახის მიმართ, კონკრეტული პირებისგნ, უსაფუძვლო ბრალდებები!!!

ახლა საქმე მიდის სწორი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ აღდგება სამართლიანობა და ყველა დამნაშავე აუცილებლად, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. არ მაქვს არანაირი პრეტენზია, არ მაქვს არანაირი საფუძველი რომ არ ვენდო გამოძიებას ამ ეტაპზე.
ამიტომ, ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ბატონი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუბა.
ვფიქრობ,რომ ამ საქციელით მას სურს დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ და ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ!!!

დაველოდები მისგან ღირსეულ ნაბიჯებს
და აუცილებლად ბოლომდე მივყვები ამ საქმეს რათა ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს და არავინ დარჩეს დაუსჯელი!!!!!

ყველას დავაფასებ ვინც სიმართლეს დააფასებს!!!” – წერს ზაზა სარალიძე.