LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოზე მორგებული დახმარების დოკუმენტის პრაქტიკაში განხორციელება, ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების NATO-ს სტანდარტებთან დაახლოებას“ – ბურჭულაძე NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

30
C2884B65-F3BC-4B51-A069-3AB0300924F5

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ნატოში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მადრიდის სამიტზე მიღებული „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“, მისი პრაქტიკაში განხორციელება საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას უწყობს ხელს.

უწყების ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები წარმოადგენდა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევების ფონზე საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბელგიის სამეფო NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას 12-13 ოქტომბერს მასპინძლობს.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.