LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოთი კიდევ ერთი ავიაკომპანია დაინტერესდა, რომელიც ფრენებს 3 ქალაქიდან შეასრულებს

359
ipiccy_image

საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flyadeal – ის შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს.

არაბული ავიაკომპანიის ხელმძღვანელ გუნდთან ონლაინ შეხვედრა გამართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, სადაც განიხილეს საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის დეტალები.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ავიაკომპანია საქართველოში ოპერირებით ქვეყნის უსაფრთხოების მაღალი დონის, სწორი პოზიციონირების, ოთხსეზონურობის და მიმზიდველი ტურისტული პროდუქტების გამო დაინტერესდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რამდენიმე დღეში საუდის არაბეთის ავიაკომპანიის დელეგაცია საქართველოს ეწვევა. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თბილისისა და ბათუმის მიმართულებით საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან პირდაპირი ფრენები დაინიშნება.

“აქტიურად ვაწარმოებთ მოსამზადებელ სამუშაოებს ზაფხულის ტურისტული სეზონის სათანადო დონეზე წარმართვისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ზაფხულის სეზონზე გვყავდეს მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი, მათ შორის, ევროკავშირისა და ყურის ქვეყნებიდან. ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებას საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flyadeal – თან, რათა მათ დაიწყონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. საუდის არაბეთი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა, საიდანაც წლების განმავლობაში მრავალი მხარჯველუნარიანი ტურისტი ჩამოდის”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები