LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსთვის აუცილებელია ახალი ნავსადგურების მშენებლობა, ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები მოძველებულია – ვახტანგ ალანია

95
10236625383

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რომ ყოფილიყო, მდგომარეობა იმაზე გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ვიდრე დღეს არის”, – ამის შესახებ Forbes Talks-ის ეთერში საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიის „სოფმარის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ ალანიამ ისაუბრა.

მისი თქმით, საჭიროა ახალი ნავსადგურების მშენებლობა, რადგან ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები მოძველებულია. „გარდა ამისა, ფოთს სხვა პრობლემებიც აქვს – ის აღარ არის ღრმაწყლოვანი, 9 მეტრის სიღრმეს ძლივს ვინარჩუნებთ, რაც არ არის 40,000-ტონიანი გემების მისაღებად საკმარისი. საქართველოსა და რეგიონისთვის აუცილებელია ახალი ნავსადგურების მშენებლობა“, – განაცხადა „სოფმარის“ დამფუძნებელმა.

ვახტანგ ალანიას განმარტებითვე, თავის დროზე ანაკლიის პორტის დაპაუზებით, საქართველომ უკვე დააგვიანა. ნავსადგურის მშენებლობისთვის კი 1 და ორი წელი შესაძლოა, საკმარისი არ იყოს. „სოფმარის“ დამფუძნებლის შეფასებით, ანაკლიის პორტი არა მარტო გაზრდიდა საქართველოს ტვირთბრუნვის შესაძლებლობებს, არამედ ის ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში კონკურენტუნარიანი ფასების ჩამოყალიბებასაც შეუწყობდა ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები