LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსთან მიმართებით ეს განცხადება გახლავთ უსაფუძვლო და არასწორი – თალაკვაძე უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაზე

148
არჩილ თალაკვაძე

საქართველოსთან მიმართებით ეს განცხადება უსაფუძვლო და არასწორია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ცალკეული განცხადებები ვერ შეცვლის.

” ჩვენი ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინას, უკრაინელ ხალხს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს პოზიცია არ შეიცვლება” – აცხადებს თალაკვაძე.

მისი განცხადებით ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები საქართველოს მხარდაჭერას ვერ შეასუსტებს.

ცნობისათვის, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას. დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათი განმარტებით, ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ. უწყების ცნობით, სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები