ჩეჩნეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 1 კმ-ში, მიწისძვრა მოხდა.
ბიძგები თბილისის დროით 16:39 საათზე დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდს შეადგენდა.
ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა.