LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ყველის მუზეუმის გახსნა იგეგმება

84

საქართველოში ყველის მუზეუმის გახსნა იგეგმება. მუზეუმის კონცეფცია უკვე მზად არის.

როგორც ”ყველის მეწარმეთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანა მიქაძემ განაცხადა,”კონცეფციის შესახებ ინფორმაცია პრემიერ მინისტრსაც აქვს უკვე.

მისი თქმით, პროექტში შესაძლოა საპარტნიორო ფონდი და სოფლის მეურნეობის სამინისტროც ჩაერთონ.

“ჩვენ ყველის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაქვს და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. აქცენტი ადგილწარმოშობის ყველზე გაკეთდება. მუზეუმში ყველა რეგიონის ყველი იქნება წარმოდგენილი. მუზეუმი პანორამის და დიორამის ხასიათის იქნება. იქვე ვაჩვენებთ სტუმრებს სხვადასხვა ყველის დამზადების ტექნოლოგიას”, – განაცხადა ანა მიქაძემ.

მისივე თქმით, ყველის მუზეუმის იდეა ქართული ყველის პოპულარიზაცია სდა მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი ნიშის დაკავებას წაადგება. აგრეთვე, მუზეუმი ხელს შეუწყობს კულინარიული ტურიზმის განვითარებას და ქვეყნის ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდება.

”ეს ერთი ადამიანის ბიზნესპროექტი არ არის, მართალია, საზღვარგარეთ არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეს პროექტი საკმაოდ წარმატებული და მომგებიანი იქნება, მაგრამ მას სახელმწიფოს მხარდაჭერა მაინც სჭირდება. კერძო ბიზნესმენი მუზეუმში ფულს, ალბათ, არ ჩადებს, მაგრამ იმედი გვაქვს, ვინმე გამოჩნდება და სახელმწიფოც ხელს შეუწყობს ამ პროექტის განხორციელებას”, – განაცხადა ანა მიქაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები