LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან შემოვიდა

264

2016 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 100.2 მლნ აშშ დოლარი, ანუ 231.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 13.1 პროცენტით (11.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის სექტემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

როგორც ”ფორტუნას” საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით, ამ თვეში რუსეთი ლიდერობს, მეორე ადგილზეა აშშ, მას კი საბერძნეთი, იტალია, თურქეთი, ისრაელი, გერმანია და ესპანეთი მოჰყვებიან.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.5 % იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 88.5 პროცენტი მოდიოდა.

2016 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.3 მლნ აშშ დოლარი (35.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 13.8 მლნ აშშ დოლარისა (33.1 მლნ ლარისა) გასული წლის სექტემბერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები