ალილო წელს განსხვავებული სახით გაიმართა. სამღვდელოებამ მაცხოვრის შობის დღესასწაულზე მანქანების მსვლელობა მოაწყო, საიდანაც ნაკურთხი წყალი ასხურეს. მიზეზი ქვეყანაში არსებული კორონავირუსის პანდემიაა.
მსვლელობა 14:00 საათზე რუსთაველის გამზირიდან დაიწყო და თბილისის ყველა კუთხში: ისანი-სამგორის მხარეს, ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევში გაგრძელდება.
“წელს ფეხით მსვლელობა ვერ აღესრულა. თუმცა, მანქანებით ვახერხებთ, რომ დავლოცოთ და ნაკურთხი წყლით ვაკურთხოთ ქუჩები. ასევე, იქნება კარავი, სადაც სურვილისამებრს, შესაწირს გაიღებს. შემდეგ, შევაგროვებთ და გავანაწილებთ ბავშვებისთვის, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში, ციხეებში გავანაწილებთ”. – აღნიშნა, არქიმანდრიტმა გიორგი გურჩიანმა.
”საშობაო ალილოზე მრევლი არ იქნება კახეთშიც. მეტწილად იქნებიან სასულიერო პირები და მათი დამხმარე სტიქაროსნების მცირე გუნდი, რომელიც ოჯახებთან კი მივლენ, მაგრამ დიდხანს დაყოვნება და საუბარი არ იქნება. შეგროვებული ნობათი კი სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ”.- აღნიშნა, მეუფე დავითმა.
განსხვავებულად აღინიშნება ალილო ქუთაისში და ბათუმში. ქუთაისში სასულიერო პირები, დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, ნობათები შეაგროვეს და დღის მანძილზე ქუჩებს მოივლიან. ასევე ბათუმში, მსვლელობას სტიქაროსნები და სასულიერო პირები გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ ალილოს მრევლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება ეპარქიამ ხალხმრავლობის თავიდან აცილების და უსაფრთხოების მიზნით მიიღო.
პარლამენტის წარმომადგენლებმა საპატრიარქოს საშობაო ნობათი გადასცეს