ჟურნალისტი, რომელიც წლები, ქართულ მედიაში მუშაობდა და არაერთ პოპულარულ ადამიანთან ჩაუწერია ინტერვიუ, ორი წლის წინ აშშ-ში გაემგზავრა მეუღლესთან ერთად. ახლა ნინო მჭედლიშვილი ხან დამლაგებლად მუშაობს, ხან ბავშვს იტოვებს. როგორც თავად აღნიშნავს, საქართველოში კარგი ანაზღაურება ჰქონდა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ შვილი უზრუნველეყო და სახლი აეშენებინა, რასაც ახლა ახერხებს.
„აქ ზოგთან ვალაგებ, ზოგთან ბავშვს ვიტოვებ და მათთან რომ ვამბობ ხოლმე, იცით, ჩემს ქვეყანაში ჟურნალისტი ვიყავი-მეთქი, გაოცებულები მიყურებენ. აქ ისე ძალიან ფასდება განათლება, ვერ წარმოუდგენიათ მსგავსი რამ და ჰგონიათ, რომ ატყუებ“, აღნიშნავს ნინო ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.