LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში წამლის ეროვნული ლაბორატორია იქმნება – ხარისხი ადგილზე გაკონტროლდება

167
ipiccy-image

საქართველოში წამლის ეროვნული ლაბორატორია იქმნება, რომელიც შეისწავლის როგორც ადგილობრივ, ასევე იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხს. საკითხზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა.

მისი განმარტებით, ამ დრომდე, მედიკამენტების ხარისხის შემოწმებისთვის საქართველოს უწევდა ევროპის ლაბორატორიებისთვის მიმართვა, რაც მნიშვნელოვანი ბარიერი იყო მედიკამენტის ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის.

„ჩვენს ქვეყანაში წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მომზადებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. მედიკამენტების ხარისხი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარდა, ფასის რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ზემოთხსენებული კონტროლის პროცესები იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ინტენსიური“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები