27 აპრილს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეწვია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუველ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ამის შემდეგ კი ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართვება.
გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან.
უწყების ცნობით, მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც სტუმარი ევროკავშირის სადამკვირვრვლო მისიასთან ერთად ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
ლანდსბერგისი პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
ლიეტუვის დელეგაცია კი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვევა და ქალაქის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობა.
ვიზიტს “ტვიტერში” ეხმიანება ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრაც და აღნიშნავს, რომ მინისტრი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
“გაბრიელიუს ლანდსბერგისი თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ძირითადი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გაიმართება. NATO-სა და მასთან დაკავშირებული რეფორმების დღის წესრიგის განხილვა კი ხვალ დაიწყება.” – წერს ელჩი “ტვიტერში”.
?? Today FM @GLandsbergis has arrived in #Tbilisi on an official visit. Main meetings with political leadership and civil society partners of Georgia to discuss ????NATO-??and related reforms agenda will beginning tomorrow
— Andrius Kalindra (@a_kalindra) April 27, 2021
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი 29 აპრილს დასრულდება.