ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში, უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდა, სადაც 6 ადამიანია დასაქმებული. კომპანია დღიურად 100 ლიტრ ლუდს აწარმოებს და მის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. სამომავლოდ საწარმო ხილის გადამუშავებას და ახალი ასორტიმენტის შეთავაზებას აპირებს მომხმარებლისთვის. ისეთის, როგორიცაა: ვაშლის ლუდი, კუნელის ლუდი და ასე შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს უალკოჰოლო ლუდს და პროდუქციას ყიდის თბილისში, რუსთავში, მარნეულში, თელავსა და გურჯაანში.