საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში 10 660 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სულ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 276 478 აცრა ჩატარდა.
დღევანდელი მონაცემებით, ჯამში ვაქცინირებულია 1 217 674 მოქალაქე – ამასთან, სრულად ვაქცინირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 9 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებული 1 033 455 ადამიანია.
დაინფიცირდა 3 562, გარდაიცვალა კიდევ 63 პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა