LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ვაქცინირებული პირებისთვის რესტორნის, კლუბისა და სასტუმროს გახსნა იგეგმება

4252
ipiccy-image

იმისთვის, რომ ბიზნესისთვის ეპიდვითარების გაუარესების გამო შეზღუდვების დაწესება არ გახდეს საჭირო, მთავრობა სხვა ქვეყნების მსგავსად, ე.წ. უსაფრთხო რესტორნის, ღამის კლუბისა და სასტუმოს სტატუსების მქონე სერვისის შექმნაზე მუშაობს, რაც ვაქცინირებული პირებისათვის შეკრებისა და თავისუფლად გადაადგილების სივრცეს გულისხმობს. საკითხზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ “ღამის კურიერში” სტუმრობისას ისაუბრა.

„ვმუშაობთ, რომ უსაფრთხო რესტორნის, უსაფრთხო ღამის კლუბის, უსაფრთხო სასტუმროს სტატუსები იყოს, რომელიც იქნება იმავდროულად მიმზიდველი არამარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ტურისტებისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ მიუხედავად ყველა მოლოდონისა და რისკისა, მაინც გადავწყვიტეთ, რომ გაგვეხსნა საერთაშორისო ფრენები, გაგვეხსნა ჩვენი ბაზარი საერთაშორისო ვაქცინირირებული ტურისტებისთვის” – აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, მსგავსი სერვისი ვაქცინაციის პროცესში ყველაზე აქტიურად ჩართულ ისრაელსა და მსოფლიოს იმ ქვეყნებში უკვე არსებობს, სადაც მოსახლეობის იმუნიზცია ჩქარი ტემპით მიმდინარეობს. ასეთ ქვეყნებში, ე.წ. მწვანე ბარათების მქონე ვაქცინირებულ პირებს სპეციალურ ბარებსა და რესტორნებში თავშეყრის უფლება აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები