თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში უწყებაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონალური და საერთაშორისო მოვლენების გათვალისწინებით, აპირებს საჰაერო უპილოტო საშუალებების როგორც შეძენას, ასევე მათი ადგილზე წარმოების შესაძლებლობების შექმნას.
“თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება, როგორც საჰაერო უპილოტო საშუალებების შესაძენა, ასევე მათი წარმოების შესაძლებლობების შექმნა. კონკრეტულად, თავდაცვის ძალები 2030 მხარდასაჭერად, მიმდინარეობს ნატოს ქვეყნებთან მოლაპარაკებები ტექნიკური დეტალების დაზუსტების მიზნით.
ამ მიმართულებით ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის მიწოდების უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების დაწყება და მისი შემდგომი განვითარება”, – განაცხადა მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძე პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში წარსდა.