LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა – ქალებთან შედარებით, მაჩვენებელი მაღალია კაცებში

114
looking-for-work-unemployed-no-job

2023 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.0 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2023 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 45.8 ათასი კაცით (5.6%) და 863.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 25.4 ათასით გაიზარდა (6.6%) და 407.7 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 10.4 ათასით (3.6%) და 279.2 ათასი შეადგინა.

2023 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 52.0 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.6 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.0 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი – 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.2 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, სოფლის ტიპის დასახლებებში კი – 3.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 43.5 პროცენტს და 41.3 პროცენტს შეადგენს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სამუშაო ძალის მონაწილეობის დონისა და დასაქმების დონის მაჩვენებლები 2019-2023 წლებში, კვარტალების მიხედვით.

„ქვეყანა მდიდრდება… უმუშევრობა, სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა“ – ირაკლი ღარიბაშვილი 

2023 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 67.9 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე შემცირებულია როგორც საქალაქო ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 0.8 და 2.4 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 15.1 პროცენტს და 20.3 პროცენტს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები