გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია სეტყვაც. სინოპტიკოსები მდინარეების დონის მატებას და წყალმოვარდნებსაც ვარაუდობენ. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო საკუთარ გვერდზე ავრცელებს. განმარტებულია, რომ ქვეყნის მთიან რეგიონში შესაძლებელია მეწყერი.
“12 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან 14 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება აღინიშნოს” – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება დედაქალაქს, მომდევნო დღეების განმავლობაში თბილისში აგრილდება და ჰაერის ტემპერატურა ღამით +17 გრადუსამდე ხოლო დღისი +32 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.