LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოში ტურისტებისთვის იყიდება რუკა ,სადაც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოებადაა მონიშნული”

217

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ტურისტებისთვის იყიდება რუკა , სადაც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოებადაა მონიშნული. “ფეისბუქის” მომხმარებელი ლუდმილა ჩიქოვანი წერს, თუ სად და როდის შეიძინა  აღნიშნული რუკა და შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს.

“ჩვენს მიერ ნაყიდი რუკა ტურისტებისთვის, სადაც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოებადაა მონიშნული, ხო გასაწყვეტები არიან ქართველები პირველ რიგში, ვინც ამას აკეთებს, უნდა დაახვიო და გაუკეთო ეს რუკა ერთ ადგილას ამ ტრაკის მიმცემებს. 
(ყიდვის ისტორია: დაახლოებით 10 დღის წინ დავაბარე დედაჩემს ეყიდა რამდენიმე რუკა, მივიდა რუსთაველის 16-ში, წიგნების მაღაზია დაკეტილი იყო, არკასთან ზის ქალი, ყიდის წვენებს, ქონია გასაღები იმ მაღაზიის, გამოიტანა ეს რუკა და მიყიდა დედაჩემს 10ლ-ად, ჩვენ არც მიგვიქცევია ყურადღება, იდო აქამდე ასე, დღეს გადავშალე და რო ვნახე, გავცოფდით, მარა 10 დღეა გასული, რას დაუმტკიცებ ახლა ან იმ მაღაზიის მეპატრონეს ან იმ წვენების გამყიდველ ქალს. დღეს სპეციალურად მივედი ისე, ვითომ ყიდვა მინდოდა რუსულენოვანი რუკის და აღარ ქონდათ ეს რუკა, ფაქტზე მინდოდა დამეჭირა და გადამეღო, შეიცხადეს რაც გარეთ გვილაგიაო ეს გვაქვსო მარტო, მაღაზიის თანამშრომელმა საერთოდ მითხრა ჩვენთან არ იყიდებაო მსგავსი რამე, გარეთ მოიკითხეო. ასეთები ეგრევე ფაქტზე თუ არ დაიჭირე, მერე რას დაუმტკიცებ)”

https://www.facebook.com/liudmila.chikovani/posts/1104076453089665

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები