LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში თანამდებობის პირების ნახევარი დეკლარაციას არაკეთილსინდისიერად ავსებს

86
download

„ჩვენს ქვეყანაში თანამდებობის პირების ნახევარი დეკლარაციას არაკეთილსინდისიერად ავსებს“, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ. არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის 2021 წლის ანგარიშის საფუძველზე, შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა:

? საქართველოში სულ მცირე ყოველმა მეორე თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაკეთილსინდისიერად შეავსო. მათ შორის: პარლამენტის წევრების 42%-მა, მოსამართლეების 43%-მა, საიდუმლო თანამდებობის პირების 64%-მა, მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირების 66%-მა, სახელმწიფო საწარმოთა და არაკომერციულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელების 67%-მა.

? არაკეთილსინდისიერად შევსებული დეკლარაციების უმეტესობაში თანამდებობის პირებს სამი და მეტი ტიპის დარღვევა ერთდროულად უფიქსირდებათ, რაც ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არაზუსტი ან/და არასრულია.

? დარღვევებით წარდგენილი დეკლარაციების 76%-ში თანამდებობის პირებმა ნაწილობრივ ან საერთოდ არ მიუთითეს ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ინფორმაცია. მათ შორის: შემოსავლები, უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები.

? საქართველოში დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა ხუთი წლის შემდეგაც ვერ ჩამოყალიბდა კორუფციასთან ბრძოლის მძლავრ ინსტრუმენტად. ტრადიციულად, ბიუროს მონიტორინგის ანგარიში არაფერს ამბობს თანამდებობრივი შეუთავსებლობის, ინტერესთა შეუთავსებლობის ან/და დაუსაბუთებელი ქონების გამოვლენილი შემთხვევების შესახებ.

კვლევა ვრცლად იხილეთ ბმულზე