LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სტარტაპ ფონდი შეიქმნა – რას მოხმარდება თანხები

131

Future Laboratory-ის ორგანიზებით, სტარტაპ ფონდი შეიქმნა, რომლის მოცულობაც საწყის ეტაპზე 100 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ფონდში მონაწილეობს როგორც საქართველოს უნივერსიტეტი, ისე იაპონური ვენჩერ ფონდი Next Impact Ventures.

როგორც Future Laboratory-ის დამფუძნებელი, ირაკლი ქაშიბაძე აცხადებს, აღნიშნული ფონდიდან მოხდება Startup Factory-ის აქსელერაციის პროგრამის მონაწილე 5 სტარტაპის დაფინანსება და მათი ბაზარზე გასვლის უზრუნველყოფა.

”Future Laboratory-ი ფონდის თანხების გაზრდაზე მუშაობს, რომ შემდგომ ეტაპებზე მეტი სტარტაპის დაფინანსება იყოს შესაძლებელი”, – აღნიშნა ირაკლი ქაშიბაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები