LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შესაძლოა, მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტი ამოქმედდეს

59

საქართველოში შესაძლოა, მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტი ამოქმედდეს. პარლამენტში „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. კანონპროექტი დარგობირივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილმა წარადგინა.

როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტის მიზანია საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების და სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, ასევე მომხმარებლის პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის განვითარება და მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების კანონმდებლობასთან დაახლოება.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, კანონპროექტი მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის დაფუძნებას ითვალისიწინებს, თუმცა მისივე განმარტებით, კანონის მიღების შემთხვევაში ინსტიტუტი 2016 წელს ვერ ამოქმედდება, რადგან დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს ითვალისწინებს. ამიტომ, ბერძენიშვილმა განმარტა, რომ ამის თანახა 2017 წლის ბიუჯეტის განხილვისას უნდა განისაზღვროს, წელს კი კანონპროქტში ჩადებული სხვა რეგულაციები უნდა ამოქმედდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები