Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საქართველოში შესაძლოა ელექტრომობილების ქარხანა აშენდეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შესაძლოა ელექტრომობილების ქარხანა აშენდეს

113

საქართველოში შესაძლოა, ელექტრომობილების ქარხანა აშენდეს, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ორ მსხვილ მწარმოებელთან, რათა საქართველოში ელექტრომობილების ქარხანა აშენდეს. ამასთან, ბახტაძემ ელექტრომობილების ახალი სალიზინგო სქემებისთვის სტიმულის მიცემაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთ სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელი შეიძენს ელექტროავტომობილს და ფაქტობრივად იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც მიიღებს საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, 5 წლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, ფაქტობრივად, დამატებითი ხარჯების გარეშე. ბუნებრივია, ეს ქმნის ძალიან მნიშვნელოვან უპირატესობებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში გაგვიჩნდება ბაზარი, საკმაოდ მსხვილი და ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ორ ყველაზე მსხვილ ბრენდთან მოლაპარაკებას, რომ საქართველოში აშენდეს ელექტრომობილების ქარხანა,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები