საქართველოში, ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი ხუთი თეთრით გაძვირდა.
ფასებმა ყველა ტიპის საწვავზე 5-5 თეთრით მოიმატა. საერთაშორისო ბაზარზე ბარელის ფასი მნიშვნელოვნად არ ძვირდება, ამიტომ ნავთობ-იმპორტიორები აცხადებენ, რომ ამ გაძვირების მიზეზი არის ეროვნული ვალუტის გაუფასურება.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტა მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 თეთრით გაუფასურდა.