LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საუკეთესო „სამ რაან სპაა“ – ის საერთაშორისო დაჯილდოებაზე აღიარეს

3341
aaa

ჩვენს ქვეყანაში საუკეთესო „სამ რაან სპაა“ – 2021 წლის 20 ოქტომბერს, საერთაშორისო ყოველწლიურ დაჯილდოებაზე World SPA AWARDS 2021 – „სამ რაან სპა-ცენტრი“ საქართველოს საუკეთესო სპად დასახელდა.

საერთაშორისო დაჯილდოებაზე საქართველოდან წარდგენილი იყო ასევე Anne Semonin Spa at Radison Tbilisi და Eforea Spa at Hilton Batumi.

ცნობისთვის, „სამ რაან სპა-ცენტრი“ 2014 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დროის მანძილზე, მან არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროპის საუკეთესო სპას სტატუსი, რომელიც 2019 წელს Global Spa Awards დაჯილდოებაზე მიენიჭა.

რაც შეეხება სხვა ჯილდოებს, მათი სრული ჩამონათვალია ასეთია:

HAUTE GRANDE GLOBAL SPA AWARDS 2019

– Best Day Spa in Europe

– Best City Spa in Georgia

– Best Spa Design in Georgia.

World Luxury Spa Awards 2017

– Luxury Wellness Spa

– Luxury Urban Escape

World Luxury Spa Awards 2016

– Luxury Day Spa

– Luxury Urban Escape

– Luxury Country Spa

– Luxury Emerging Spa

Perfect Spa 2015

– Perfect Day Spa

– Perfect Spa Project

აღსანიშნავია, რომ „სამ რაან სპა-ცენტრი“ გამოირჩევა:

– უნიკალური გარემოთი;

– სერვისების მრავალფეროვნებით;

– მომსახურე პერსონალის განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულებით თითოეული სტუმრის მიმართ;

– მომსახურების მაღალი დონით.

„სამ რაან სპა-ცენტრი“ უნიკალური და საუცხოო კომპლექსია, რომელშიც შეგიძლიათ დატკბეთ განსაკუთრებული რიტუალებითა და სპა პროცედურებით მთელი მსოფლიოდან, როგორებიცაა: ღვინის თერაპია, აიურვედული ინდური თერაპია, ტაილანდური მასაჟი, აღმოსავლური აბანო, გადახვევის აზიური ტექნიკები და სხვა მრავალი.

ექსკლუზიურად ერთ სივრცეში თავმოყრილია ისეთი საუცხოო სერვისები, როგორებიცაა: ჰიმალაიური მარილის ოთახი, მკვდარი ზღვის მინერალებიანი აუზი (ფლოტაცია), თურქული აბანო ჰამამი, ასევე მშრალი და ორთქლის საუნები, საცურაო აუზი, სატრენაჟორო დარბაზი.

„სამ რაან სპა-ცენტრის“ ულამაზეს გარემოში მაქსიმალურად განიტვირთებით და დაიმუხტებით ახალი ენერგიით.

რა პროცედურით აღფრთოვანდნენ „გრანდ ტურის“ წამყვანები „სამ რაან სპაში“ (ფოტო+ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები