საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ხელფასების სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვით 2019 წლის II კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 393.6 ლარი (წლიური ზრდა – 0.4 პროცენტი);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 900.4 ლარი (წლიური ზრდა – 6.0 პროცენტი);
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 806.4 ლარი (წლიური ზრდა – 5.6 პროცენტი).
ქალების საშუალო ხელფასის წლიურმა ზრდამ 69.1, ხოლო კაცებისამ 85.9 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მამაკაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.