საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 786 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.2%-ით მეტია.
აქედან, ექსპორტი 5 102 მლნ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 12.5%-ით), ხოლო იმპორტი 12 683 მლნ აშშ დოლარი (გაიზარდა 17.8%-ით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 7 580 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6%-ია.