LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სამოსი კიდევ 2, მსოფლიოში აღიარებული ბრენდისთვის შეიკერება

100
fff

MONCLER-ის და MARKS&SPENCER-ის სამოსის შეკერვა საქართველოში წელს დაიწყება. საკითხზე „ბიზნესპარტნიორში“ ქართული სამკერვალო კომპანია „იმერის“ გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა.

ზაზა გვენეტაძის ინფორმაციით, იტალიურ Moncler-თან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ჩატარებულია აუდიტიც. შესაბამისად, მათთვის პირველი კოლექციის მიწოდება, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყება.

რაც შეეხება Marks&Spencer-ს, ამჟამად მიდის აუდიტი, რომლის დასრულების შემდეგაც, ქართულ კომპანიასა და საერთაშორისო ბრენდს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება და ამის შემდეგ უკვე, სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის, „იმერი“ პროდუქციის მიწოდებას Marks&Spencer-ისთვისაც დაიწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები