LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ვხედავთ – სერგეი გავრილოვი

163
gavrilovi aq

მოცემულ მომენტში საქართველოში მიმდინარე მოვლენები რადიკალური ძალების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ემსახურება – აღნიშნული განცხადება რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა გააკეთა. მისი თქმით, აშკარაა, რომ რადიკალური ძალების კოორდინირება საზღვარგარეთიდან ხდება.

„ახლა საქართველოში ცალსახად ვხედავთ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით რადიკალური ექსტრემისტული ძალების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომელის კოორდინირებაც დიდწილად საზღვარგარეთიდან ხდება, რაც ჩვენი აზრით, დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილთან“, – აღნიშნა გავრილოვმა.

ამასთან, დეპუტატმა ალექსეი ჩეპამ, რომელიც ასამბლეის სესიის ფარგლებში ასევე იმყოფებოდა საქართველოში, რუსულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ რადიკალები ტელეფონით ზარებს ახორციელებდნენ და ინგლისურ ენაზე საუბრობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები