LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი დაფუძნდება

78

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი დაფუძნდება. როგორც მამუკა ბახტაძე ამბობს, 20 დეკემბერს, პარიზში, საქართველო აღნიშნულ შეთანხმებას ხელს მოაწერს საერთაშორისო არბიტრაჟთან.

„თქვენ იცით, ჩვენი ხედვა, რომ საქართველო გახდეს ეკონომიკური და ფინანსური ცენტრი ჩვენი რეგიონისთვის. 20 დეკემბერს ჩვენ ხელს მოვაწერთ შეთანხმებას საერთაშორისო არბიტრაჟთან, პარიზში, რომლითაც საქართველოში დაფუძნდება საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ფაქტობრივად ევროპაში იქნება მეორე ქვეყანა, ვინც მსგავსი ტიპის სერვისს შესთავაზებს ბიზნესს და ზოგადად წაახალისებს ეკონომიკურ აქტივობას. ეს არის ყველაზე მაღალი თამასა, რომელიც კი არსებობს ზოგადად არბიტრაჟის მიმართულებით. ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს კიდევ უფრო ეფექტური ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში; რომ საქართველომ შეძლოს და ჩვენ ერთობლივად გავხდეთ რეგიონალური ცენტრი, ფინანსური ცენტრი“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები