ქართულ ბაზარზე პირველი სადეზინფექციო რობოტი სახელად „ოსუმი” გამოჩნდა, რომელსაც მსოფლიოში ამ მიმართულებით ანალოგი არ ჰყავს. „ოსუმს“ უკვე არსებულ სადეზინფექციო რობოტებთან შედარებით, ბევრი უნიკალური და სასარგებლო თვისება აქვს.
რობოტის შექმნის იდეა კოვიდ-19-ის პანდემიის დროს გაჩნდა და ეკუთვნის ინოვაციური ტექნოლოგიების კომპანია „ირნეროს”, რომელიც ასევე ახალია ქართულ ბაზარზე და 2 წელზე მეტია, რაც ოპერირებს. მისი დამფუძნებელი ლუკა პაჭკორიაა.
აღსანიშნავია, რომ რობოტი „ოსუმი” ახდენს შიდა სივრცეებისა და ნებისმიერი ზედაპირის სრულ დეზინფიცირებას, ანადგურებს ბაქტერიებსა და ვირუსებს, შთანთქავს უსიამოვნო სუნს და ატენიანებს ჰაერს. დეზინფექციისთვის რობოტი იყენებს ოზონსა და ულტრაიისფერ სხივებს. მსოფლიოში მეცნიერების მიერ აღიარებული ფაქტია, რომ ოზონი 50%-ით უფრო ეფექტურად არღვევს ბაქტერიების დამცავ შრეს და ანეიტრალებს მათ. ამასთან, ქლორთან შედარებით, 3000-ჯერ უფრო სწრაფად ახდენს ბაქტერიებისა და ვირუსების განადგურებას. ოზონი მარტივად კონცენტრირდება ჰაერში, რაც იძლევა საშუალებას ყველა ზედაპირსა და მიუდგომელ ლოკაციაზე მოახდინოს სრული დეზინფექცია.
„ოსუმის” უპირატესობა მდგომარეობს იმაში,რომ მას შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით მიმართოს ოზონის ნაკადი,რაც ეფექტურს ხდის დეზინფიცირებას და ამცირებს დეზინფექციის დროს. ასევე კომპანიის მიერ შექმნილი უნიკალური მეთოდით, რობოტი თავადვე ანადგურებს ოზონის ნარჩენებს. გარდა ამისა, მას სხვა სადეზინფექციო რობოტებთან შედარებით, შეუძლია ჰაერისა და იატაკის დეზინფიცირება, მაშინაც, როდესაც შიდა სივრცეში ადამიანები იმყოფებიან. რობოტი „ოსუმი“ იმართება დისტანციურად, აპლიკაციის საშუალებით.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებლისთვის კომპანია „ირნეროს” მოსახერხებელი შეთავაზება აქვს. მომხმარებელს რობოტის როგორც შესყიდვა, ასევე ქირაობა შეუძლია. რობოტის მომსახურება რეკომენდებულია სასწავლო დაწესებულებებში, სამედიცინო ცენტრებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფიცირებისთვის, კვების ობიექტებსა და სხვა ტიპის საზოგადოებრივი თავშეყრის დაწესებულებებში.
ცნობისთვის, კომპანია „ირნეროს” თავისი არსებობის მოკლე პერიოდში რამდენიმე ინოვაციური და ძალიან საჭირო პროდუქტი აქვს შექმნილი. მათ შორისაა თვითმწმენდი ჭკვიანი ფანჯარა და უნიკალური სავენტილაციო სისტემა,რომელსაც გააჩნია თვითცვლადი ფილტრი, უზრუნველყოფს ფანჯრის გაღების გარეშე შენობის შიდა სივრცის განიავებასა და ენერგოეფექტური რეკუპერაციით შიდა სივრცის ტემპერატურის 90%-ის შენარჩუნებას. CO2-სა და ტემპერატურის სენსორების მეშვეობით, ციფრული მართვის სისტემა აანალიზებს შენობის შიდა სივრცის ჰაერის ხარისხს და ავტომატურად ირთვება სავენტილაციო სისტემა, შესაბამისი რეჟიმით. ასევე სპეციალურად კოდირებული ღილიკით ირთვება ოზონატორი, რომელიც დეზინფექციას უტარებს შენობის შიდა სივრცეს. შედეგად ვიღებთ სუფთა და ჯანსაღ გარემოს.
ასევე, მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ კომპანიის ყველა პროდუქტი სრულად იქმნება საქართველოში. მისი დამფუძნებლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საქართველოში ოპერირება და შექმნილი უნიკალური პროდუქტების ქვეყნის ფარგლებს გატანა, ქართული წარმოების სახელით. ამასთანავე, ყველა პროდუქტი ეკო მეგობრულია, ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ზრუნავს ეკოლოგიაზე.
კომპანია “ირნერო” თავის პროფესიონალ გუნდთან ერთად, აგრძელებს მუშაობას ახალ პროექტებზე და სამომავლოდაც ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ კომპანიის ოფიციალურ