LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში რუსეთის საზღვართან ახალი ხიდის მშენებლობა სრულდება

95

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) 125-ე კმ-ზე მდ. ჩხერეზე, ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

მდ. ჩხერეზე არსებული ძველი ხიდი, მდინარის ღვარცოფული გამონატანებისგან იყო დაზიანებული და ამორტიზებული, რის გამოც, ახალი, ალტერნატიული ხიდის მშენებლობა გახდა საჭირო.

პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი, 3 მალიანი, 75 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელი; მოეწყო ხიდის სავალი ნაწილი, ახალი წყალგამტარი მილები, სადრენაჟე არხები და საგზაო ნიშნები; ასევე განხორციელდა, ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 3 680 000 ლარი შეადგინა.