LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ქვევრები 3D პრინტერის გამოყენებით დამზადდება

74
qvevri-1

საქართველოში ქვევრების 3D პრინტერის გამოყენებით დამზადება დაიწყება. ქვევრის დასამზადებლად საჭირო თიხის გადამამუშავებელი საწარმო გაზაფხულზე იმერეთში აშენდება, ხოლო პრინტერის მეშვეობით ქვევრები თბილისში დამზადება. საკითხზე „ბიზნეს ფორმულასთან“ პროექტის ავტორმა დავით მიზანდარმა ისაუბრა.

„ჩვენი ქვევრი უმაღლესი ხარისხის იქნება. დაცული იქნება ყველა ის ტექნოლოგია, რომელიც ღვინის ხარისხს უზრუნველყოფს და ბოლო დროს დამზადებულ ქვევრებში იშვიათად გვხვდება. გარდა ამის, ჩვენი უპირატესობაა დამზადების სისწრაფეც. ჩვენი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ერთი 100 ლიტრიანი ქვევრი 90 წუთში, ხოლო ტონიანი 8 საათში დამზადდეს“,- აცხადებს მიზანდარი „ბიზნეს ფორმულასთან“.

მისი თქმით, იგეგმება $1 მილიონიანი ინვესტიციის მოზიდვასაც და მოლაპარაკებები პოტენციურ ინვესტორებთან აქტიურ ფაზაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები