LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირველი ღია ცის ქვეშ კინოთეატრი დღეს იხსნება: რა ღირს დრაივინ სინემა

594
107453178-3419680711387588-4613868888645011427-n

საქართველოში, პირველი დრაივინ კინოთეატრი „კავეა დრაივინ სინემა“ ლისის ახალ იპოდრომზე დღეს გაიხსნება. ღია ცის ქვეშ განთავებულ ეკრანზე, მაყურებელი დიდ ეკრანზე ქართული ფილმის „უარყოფითი რიცხვების“ პრემიერას ნახავს და საქართველოში პირველ დრაივინ კონცერტს მოისმენს ერეკლე დეისაძის და მისი ბენდის მონაწილეობით.

„კავეა Drive-in ლისის“ ბილეთების შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი, თუმცა ამ დროისთვის ბილეთები სრულადაა გაყიდული. ამ ყველაფრის ნახვის საშუალება მსურველებს 10 ივლისსაც შეეძლებათ.

“კავეას” ქსელი  ავტომობილების პირველ კინოთეატრში, მაყურებელს უახლეს რეპერტუართან და მსოფლიო პრემიერებთან ერთად, კინომარათონებს და სხვა ივენთებს შესთავაზებს.

„კავეა drive-in ლისი“ 100 ავტომობილზეა გათვლილი და ყოველ საღამოს 21:00 და 23:00 საათზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ფილმებს საკუთარი ავტომობილებიდან უყურონ.

უტა ბერიას ფილმის „უარყოფითი რიცხვების პრემიერა, კინოთეატრებში პანდემიამდე პერიოდში იყო დაგეგმილი და ახალი კინოთეატრიც  სწორედ ამ ნამუშევრით იხსნება.  „კავეა დრაივინ ლისზე“ მოსული მაყურებელი, კონცერტის და ფილმის ხმას საკუთარ ავტომობილებში, რადიომიმღების მეშვეობით მოისმენს. drive-in ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, რადიომიმღები უნდა მომართოთ ტალღაზე  95.9. ეს არის ამერიკული პრაქტიკა, რომელსაც ქართველი მაყურებელი დღეს, პირველად გამოცდის.

ბილეთების ღირებულება კი ასე განისაზღვრა: ჯიპებისთვის 39 ლარი, ხოლო სედანისთვის 29 ლარი და ავტომობილში მგზავრთა რაოდენობა კინოთეატრის ადმინისტრაციის მიერ არ იზღუდება, რაც ნიშნავს რომ 29 ლარად თავისუფლად არის შესაძლებელი კავეა დრაივინ ლისზე ფილმს ოთხმა ადამიანმა უყუროს ერთი ავტომობილიდან, რაც სტანდარტული კინოს ბილეთის ფასზე მნიშვნელოვნად დაბალია.

„კავეა დრაივინ ლისის“ ტერიტორიაზე დაცულია უსაფრთხოების რეკომენდაციები, ინტერაქცია მომხმარებელსა და პერსონალს შორის მინიმუმამდეა დაყვანილი, ასევე დაცულია სოციალური დისტანცია და გათვალისწინებულია ყველა, მნიშვნელოვანი მსოფლიო გამოცდილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები