LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირველი „აუთლეტ მოლი“ იხსნება

2361
TFS-Article-2019-970x643

აუთლეტ მოლი“ ინოვაციური კონცეფციაა, რომელიც ისეთ წარმატებულ კომპანიებს აერთიანებს, რომელთაც ბაზარზე გამოჩენით საშუალება მისცეს მომხმარებლებს, ხელმისაწვდომ ფასად ხარისხიანი პროდუქცია შეეძინათ. ორიგინალი ბრენდებისა და საუკეთესო ფასების სივრცეში: ატელიე აუთლეტი, კონტეინერი, ნავნე და ქართველი დიზაინერების აუთლეტ ხაზი იქნება წარმოდგენილი.

ატელიე აუთლეტი, ტრადიციულად, 250-ზე მეტი ორიგინალი ბრენდის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების კოლექციას შემოგთავაზებთ.

ნავნეში დეკორატიული კოსმეტიკის, თავის მოვლის საშუალებებისა და სუნამოების შეძენას შეძლებთ.

კონტეინერი განახლებული კოლექციით დაგხვდებათ, 100,000-ზე მეტი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთით, რომელთაც ამერიკისა და ევროპის ბაზრის საზღვრები გადმოკვეთეს და საერთაშორისო სტანდარტს სრულად აკმაყოფილებენ.

ქართველი დიზაინერების აუთლეტ სივრცე კი სამშობლოში წარმოებულ მაღალი ხარისხის პროდუქციას მეტად ხელმისაწვდომს გახდის. “აუთლეტ მოლში” ავთანდილის, აკა ნანიტაშვილის, ბესარიონის, ლალო ქარდიგანსის, მატერიელისა და დოთსის სამოსი იქნება წარმოდგენილი.

“აუთლეტ მოლში” ყველას ექნება შესაძლებლობა, ფასისა და ხარისხის პროპორციულად, არსებულ ბიუჯეტში საუკეთესო შეთავაზება, ანუ ისეთი შეთავაზება მიიღოს, როგორსაც სხვაგან ვერსად მიიღებდა. 

“მაშ ასე, გიწვევთ 2 სექტემბერს, 19:00 საათზე, მარშალ გელოვანის #36-ში, საქართველოში პირველი “აუთლეტ მოლის” გრანდიოზულ გახსნაზე, სადაც გამორჩეული კოლექციებითა და გათამაშებებით დაგხვდებით და სასიამოვნო მუსიკის ფონზე დაუვიწყარ საღამოს შემოგთავაზებთ”, – აცხადებენ “აუთლეტ მოლში”.

“აუთლეტ მოლი” მომხმარებლებს ყოველ დღე 10:00-22:00 უმასპინძლებს. (გახსნის დღეს 19:00 – 00:00 საათამდე)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები