LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პანდემიისას გარდაცვლილთა 96% 50 წელზე მეტი ასაკის იყო: NCDC

150

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, პანდემიამ საქართველოში ოფიციალური მონაცემებით 15,141  ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 2020-2021 წლის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყანაში პანდემიის გავრცელებას შეეხება. სხვა საკითხებთან ერთად ანგარიში მიმოხილულია გარდაცვლილთა ჩაშლილი სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც:

კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის 96% – 50 წელზე უფროსი იყო;

86% – 60 წელზე უფროსი;

61% კი 70 წელზე უფროსი ასაკის გარდაიცვალა იყო.

NCDC-ის თანახმად, Covid-19-ით გარდაცვლილთა 52% ქალი იყო,  48% კი კაცი.

გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობაში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების 50,2% აღენიშნებოდა სხვადასხვა თანხმლები დაავადება.

ამასთან გარდაცვალების 81%-ში თანმხლები დაავადება გართულებული იყო ფილტვების პნევმონიით, ხოლო დაახლოებით 80%-ს სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა.

 

 

ასევე, საგულისხმოა, რომ  კორონავირუსით გარდაცვლილთა 41%-ში თანხმლები დაავადებების ანამნეზში ჰიპერტენზია ფიქსირდებოდა;  დიაბეტი – 25.9%;  ემბოლია – 8.2%;  ონკოლოგიური დაავადებები – 5.6%;
ფილტვების ქრონიკული დაავადებები – 4.7%.

საქართველოში 2020-2021 წლებში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების განაწილება ასაკის მიხედვით:

● 0-9 წელი – 14 ადამიანი; წილი 0.1%
● 10 – 19 წელი – 14 ადამიანი; წილი 0.1%
● 20-29 წელი – 42 ადამიანი; წილი 0.3%
● 30-39 წელი – 139 ადამიანი; წილი 1.0%
● 40-49 წელი – 402 ადამიანი; წილი 2.9%
● 50-59 წელი – 1,386 ადამიანი; წილი 10.0%
● 60-69 წელი – 3,437 ადამიანი; წილი 24.8%
● 70-79 წელი – 4,061 ადამიანი; წილი 29.3%
● 80+ – 4,394 ადამიანი; წილი 31.7%

საქართველოში 10 700-მდე ორსული დაინფიცირდა – როგორია კოვიდპაციენტების სტატისტიკა