LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის ნეგატიური ეფექტი 4-5 წელს გასტანს

48
ipiccy-image

ქოლიერს ჯორჯია 2020 წლის შემაჯამებელ კვლევებს აქვეყნებს. კვლევებში საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული სექტორები დეტალურადაა მიმოხილული და სრული სურათის შესაქმნელად პანდემიის ზოგადი ეფექტებიც არის გაანალიზებული.

ზოგადი ეფექტები

საქართველოს ეკონომიკა დიდწილადაა დამოკიდებული ტურიზმზე. ტურიზმის აღდგენის პროგნოზისთვის საჭიროა დავაკვირდეთ ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სექტორების ცვლილებას. 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, განთავსების, საკვები სერვისებისა და გართობის სექტორებში 30%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც მშპ-ში დაახლოებით 900 მლნ ლარით ნაკლებია. 2020 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები მხოლოდ 21%-ით აღდგა, როცა ადგილობრივ ტურიზმში 90%-იან აღდგენის მაჩვენებელი ფიქსირდება. მოსალონდელია, რომ ტურიზმის მთავარ კონტრიბუტორებად წელსაც ადგილობრივი ტურისტები დარჩებიან. საქართველოსა და სამიზნე ტურისტულ ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპებისა და პანდემიის შემდეგი ტალღის გათვალისწინებით, საერთაშორისო ტურიზმის გაუმჯობესება 2019 წელთან შედარებით 30%-35%-ითაა პროგნოზირებული. ტურიზმის სექტორის სრულად აღდგენა ეტაპობრივად მოხდება და 2019 წლის მაჩვენებლებს სავარაუდოა, რომ 2024 წელს დაუბრუნდება.

თბილისის ბიზნესცენტრები 22-მა მოიჯარემ დატოვა

უძრავი ქონების 2020 წლის შემაჯამებელი ანალიზი ქოლიერსისგან

„2020 წლის საქართველოს ტურიზმის მონაცემები გვაჩვენებს, რომ საერთაშორისო ტურიზმი 2019 წელთან შედარებით 79%-ით შემცირდა, ხოლო ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა 10%-ით (საქსტატი). სავარაუდოა, რომ საერთაშორისო ტურიზმის დაბალი აქტივობა 2021 წელსაც გასტანს. საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის დაბალ ტრენდზე, ჩვენი აზრით, იმოქმედებს ვაქცინაციის დაბალი ტემპი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში. საქართველოში ვაქცინაცია დაწყებულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები ხელმისაწვდომია, ამ ეტაპისთვის ვაქცინის პირველი დოზა მიიღო 35,000-მა ადამიანმა, რაც მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების აზრით, გვიან შემოდგომაზე მოსალოდნელია პანდემიის მესამე ტალღის განვითარება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს დამატებით შეზღუდვებს ეკონომიკურ აქტივობასა და გადაადგილებაში. ამ არგუმენტზე დაყრდნობით, ჩვენი აზრით, საერთაშორისო ტურიზმი 2019 წელთან შედარებით აღდგება 30%-ით, რაც მოხდება ზაფხულის სეზონის ხარჯზე. 2022 წელს მოსალოდნელია ტურიზმის აღდგენის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვინაიდან ამ დროისთვის მეტი ადამიანი იქნება აცრილი. ჩვენი აზრით, 2022 წელს საერთაშორისო ტურიზმი მიაღწევს 2019 წლის მაჩვენებლის 60%-ს, მაგრამ სრული აღდგენა ამ წელსაც არ იქნება შესაძლებელი, ვინაიდან პანდემია კვლავ მიმდინარე ფაზაში იქნება. ჩვენი აზრით საერთაშორისო ტურიზმი 2019 წლის შედეგს მიუახლოვდება 2023 წელს და ამ მონაცემს გადააჭარბებს 2024 წელს “- აღნიშნულია „ქოლიერსის“ კვლევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები