LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ორი გლობალური IT კომპანია: Epam და Exadel შემოვიდა

445
csm-ads-f9d7117ddc

მთავრობის გადაწყვეტილებით, IT კომპანიები, რომლებიც ექსპორტზე იქნებიან ორიენტირებული და მოიპოვებენ საერთაშორისო კომპანიის სტატუსს, მოგების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის 5%-ით დაიბეგრებიან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეღავათების დაწესების შემდეგ, საქართველოში ორი გლობალური IT კომპანია – Epam და Exadel შემოვიდა.

EPAM მსხვილი ამერიკული აიტი კომპანიაა, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და 35 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.  კომპანია საქართველოში საკუთარ ოფისს გახსნის და ჩვენი მოქალაქეებისთვის სულ მცირე 1000-მდე მაღალანაზღაურებად ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

Exadel 20 წლის წინ ამერიკაში, სილიკონ ველიზე დაარსებული კომპანია, რომელიც დღეს 1000 თანამშრომელსა და 23 ოფისს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის: აშშ-ში, პოლონეთში, ლიტვაში, გერმანიაში, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები